ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ისკოს ეპატიჟება. Calciomercato-ს ინფორმაციით, „ბებერ სინიორას“ ესპანელი ფეხბურთელის დამატება იანვრის სატრანსფერო პერიოდში უნდა.
აღსანიშნავია, რომ ისკოს სანტიაგო სოლარისთან კარგი ურთიერთობა არ აქვს და მადრიდის დატოვება მეტი სათამაშო დროის მიღების მიზნით სურს. ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისკომ თანაგუნდელებს უკვე უთხრა, რომ გუნდს ტოვებს.
ესპანელი ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 90 მილიონ ევროს უტოლდება.