ტურინის „იუვენტუსი“ და ალექს სანდრო შეთანხმდნენ. ბრაზილიელი მცველი „ბებრ სინიორასთან“ კონტრაქტის სამი წლით გაახანგრძლივებს.
როგორც Goal-ისთვის მომუშავე „იუვენტუსის“ კორესპონდენტი წერს ტვიტერში, ბრაზილიე ფეხბურთელი 2023 წლამდე გააფორმებს ახალ კონტრაქტს და სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება.
აღნიშნული ინფორმაცია უახლოეს დღეებში უნდა გაოფიციალურდეს. ამრიგად, ხმები, თითქოსდა, ალექს სანდრო გუნდს ზაფხულში დატოვებდა, სიმართლე არ გამოდგა.
შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ ალექს სანდრო 2015 წლის ზაფხულში „პორტუდან“ შეიძინა.