ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი მილანის „ინტერთან“ მატჩში ცნობილია. მასიმილიანო ალეგრის გუნდს დღეს ტრავმების გამო სამი ხედირა, მოიზე კინი, ანდრეა ბარძალი და ალექს სანდრო ვერ დაეხმარებიან.
ეს კი, იმ ფეხბურთელთა სიაა, რომელთაც მოედანზე გასვლის შანსი აქვთ:
მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი
მცველები: დე შილიო, კიელინი, ბენატია, ბონუჩი, კანსელუ, რუგანი, სპინაცოლა
ნახევარმცველები: პიანიჩი, მატუიდი, კუადრადო, ემრე ჯანი, ბენტანკური
თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტა, მანჯუკიჩი, ბერნარდესკი
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:30 საათიდან გაიმართება.