მთავარი / სიახლეები / მოჯი დე ლიხტზე, იკარდიზე, იგუაინზე და პოგბაზე…

მოჯი დე ლიხტზე, იკარდიზე, იგუაინზე და პოგბაზე…

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა მენეჯრმა ლუჩანო მოჯიმ კლუბში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. Calciomercato-სთან საუბარში მოჯიმ მატის დე ლიხტის ტრანსფერი დადებითად შეაფასა.

გარდა ამისა, გონსალო იგუაინის, მაურო იკარდისა და პოლ პოგბას შესახებაც გააკეთა კომენტარი:

„ვფიქრობ დე ლიხტი ახალგაზრდებს შორის საუკეთესოა. ჩემპიონისთვის ყველანაირი თვისება გააჩნია. ათლეტური ძალა, მოქნილი ფეხები, თავით თამაში, გოლების გატანის უნარი. თავის ასაკთან შედარებით უკვე მოწიფულია, რაც გასულ სეზონში დაამტკიცა“.

– საუბრობენ იგუაინის გასხვისებაზე, რომ იკარდის ტრანსფერი განხორციელდეს…

– ჩემი აზრით, იგუაინი შესაძლოა ტურინში დარჩეს. მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით ეს შეცდომა იქნება. თუ „იუვე“ „პიპიტას“ გაყიდვას „რომაში“ გადაყწვეტს, „ინტერის“ წისქვილზეც დაასხამს წყალს, რადგან მილანელები ედინ ჯეკოს დაიმატებენ ასეთ შემთხვევაში. რაც შეეხება იკარდის, ცხადია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ მე არ შევიძენდი. გარდა ამისა, მას აქვს პრბოლემები, რომელიც დაკავშრებულია მეუღლე-აგენტთან, პროფესიონალურად არ იქცევა.

– „იუვენტუსის“ ბევრი ქომაგი ოცნებობს პოგბას დაბრუნებაზე. შესაძლებელია?

– არა, გამოვრიცხავ.

– სკუდეტოს ისევ „იუვე“ მოიგებს?

– „იუვე“ ცხადია ყველაზე წინაა, მაგრამ „ინტერს“ ყურადღება უნდა მივაქციოთ, კონტე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *