ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდა კლაუდიო ჯენტილე მაურიციო სარის შესახებ საუბრობს. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონის განცხადებით, სარის ასეთი შემადგენლობა არასდროს ჰყოლია და მის მართვას თავი აუცილებლად უნდა გაართვას.
„სარი კარგი მწვრთნელია, მაგრამ აქამდე ყოველთვის 15 ფეხბურთელის მართვა უწევდა. ახლა მას მინიმუმ 20 მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს და ყველა მათგანს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის პრეტენზია აქვს. საინტერესოა, როგორ მოახერხებს ამ სიტუაციის მართვას.
იგუაინი და იკარდი? იგუაინი სარის სათამაშო სტილს კარგად იცნობს, იკარდის სხვა თვისებები აქვს, მაგრამ პრობლემები გააჩნია“, – თქვა ჯენტილემ.