ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ მარიო მანჯუკიჩი თავისი ბავშვობის კერპის, ჯანლუიჯი ბუფონის კარში გოლის გატანაზე ოცნებობდა.
„მეორე თამაში იტალიასთან გადამწყვეტი იყო, მათი თამაში შესანიშნავ ნახევარმცველ ანდრეა პირლოზე იყო დაფუძნებული, ჟურნალისტები მას მადარებდნენ და ძალიან მიხაროდა. პირლომ პირველ ტაიმში შესანიშნავი გოლი გაგვიტანა, მაგრამ მეორე ტაიმში მანჯუკიჩმა გაათანაბრა.
მარიომ თამაშამდე თქვა, რომ ოცნებობდა ბუფონისთვის გოლის გატანაზე, რადგან მისი ბავშვობის კერპი იყო. ფიქრობდა, რომ გოლით „იუვენტუსის“ ყურადღებასაც მიიქცევდა და ბუფონის თანაგუნდელი გახდებოდა, მაგრამ იმ დღეებში „ბაიერნში“ გადავიდა“, – თქვა მოდრიჩმა.
შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩი „იუვენტუსში“ 2015 წელს გადავიდა და ბუფონთან ერთად მაინც ითამაშა. ის თამაში კი, რომელიც მოდრიჩმა გაიხსენა, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე შედგა და ფრედ 1:1 დასრულდა.