ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა პაულო დიბალამ განაცხადა, რომ ახლა კარგადაა, მაგრამ ჯერ 100%-ით მზად არაა.
„დიახ, მე მქონდა კორონავირუსი, მაგრამ ახლა თავს ბევრად კარგად ვგრძნობ. ჯერჯერობით 100%-ით მზად არ ვარ, მაგრამ კარგად ვარ. ვარჯიში დავიწყეთ და ფეხბურთი ბრუნდება. მალე დავიწყებთ იმას, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს.
იმედია გავერთობით და ხალხს ექნება შესაძლებლობა ყოველდღე ნახონ სხვადასხვა თამაშები“, – თქვა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სეზონს „მილანთან“ მატჩით 12 ივნისს განაახლებს.