„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ ინსტაგრამში სხვა ფეხბურთელებტან ერთად მონაწილეობა მიიღო ერთგვარ ტურნირში, სადაც „ლივერპულის“ ჰიმნი იმღერა.
ამას სოციალურ ქსელში ინგლისური გუნდის ქომაგებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა – „დაუყოვნებლივ შეიძინეთ დიბალა!“ – ასეთი შინაარსის კომენტარები ბევრი იყო.
სინამდვილეში ეს მხოლოდ თამაში იყო და პაულო „იუვესთან“ კონტრაქტს უახლოეს მომავალში გაახანგრძლივებს.