სერია A 20 ივნისიდან განახლდება, მაგრამ ეს სულაც არ არის იმის გარანტი, რომ სეზონი აუცილებლად დასრულდება.
იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის გამო იძულებულნი იქნებიან სეზონი ისევ შეაჩერონ, მოფიქრებულია ახალი გეგმა.
თუ სეზონი კვლავ შეწყდება, ჩემპიონის გამოსავლენად პლეი-ოფი დაინიშნება, ხოლო ქვედა ლიგაში დასაქვეითებელი გუნდების ვინაობა პლეი-აუტის მეშვეობით გაირკვევა. აღსანიშნავია, რომ ეს გეგმა მხოლოდ იმ შემთხვევაში ამუშავდება, თუ სეზონი 10 ივლისამდე შეწყდება.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი, „იუვენტუსი“ კი „ლაციოს“ 1 ქულით უსწრებს.