კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესის კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაშის ნოსტალგია აქვს. როგორც არგენტინულ მედიას მესიმ განუცხადა, „იუვენტუსი“ პორტუგალიელთან ერთად კიდევ უფრო ძლიერი გუნდი გახდა.
„კრიშტიანუს წინააღმდეგ თამაში შესანიშნავი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული იყო. კარგი იქნებოდა, რომ ისევ ესპანეთში თამაშობდეს. „იუვეს“ ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძლიერი გუნდია კარგი ფეხბურთელებით და კრიშტიანუსთან ერთად კიდევ უფრო ძლიერი გახდა“, – თქვა მესიმ.