მთავარი / სიახლეები / ანდრეაცოლი: “ტურინში სამი ქულისთვის ვითამაშებთ”

ანდრეაცოლი: “ტურინში სამი ქულისთვის ვითამაშებთ”

„ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა აურელიო ანდრეაცოლიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე ძლიერია, მაგრამ ტურინში მისი გუნდი სამი ქულისთვის ითამაშებს.

„ამ ბოლო თამაშებს მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა შევხვდეთ და მაქსიმალური ქულები მოვიპოვოთ. „იუვენტუსს“ ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ტურინშიც სამი ქულისთვის ვითამაშებთ. ვიცით, რომ ჩვენი მეტოქე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ეს დამატებითი მოტივაციაა.

ყურადღებით უნდა ვიყოთ მათი დადებითი თვისებებისადმი, რომელიც ძალიან ბევრი აქვთ. რონალდუ არ იქნება? რა თქმა უნდა, მას შეუძლია ბალანსის შეცვლა, მაგრამ „იუვეს“ სხვა ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც გადამწყვეტი სიტყვის თქმა შეუძლიათ.

საჯარიმოში ავტობუსი? ეს არაა სწორი დამოკიდებულება. იმედი გვაქვს, რომ შეგვიძლია დადებითი შედეგის მიღწევა და ჩვენი იდეების განხორციელება. უნდა ვცადოთ ბურთის მაქსიმალური კონტროლი, თუმცა დაცვაში კარგი თამაშიც საჭიროა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ“, – აღნიშნა ანდრეაცოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ემპოლის“ შეხვედრა 30 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …