მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “რონალდუს “აიაქსთან” თამაში საეჭვოა”

ალეგრი: “რონალდუს “აიაქსთან” თამაში საეჭვოა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ემპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ისაუბრა როგორც მოახლოებული თამაშის, ისე ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ.

ალეგრის განცხადებით, „აიაქსთან“ რონალდუს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ემპოლისთან“ თამაში

ხვალინდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის თამაში, რომელიც მაღალი კონცენტრაციის ხარჯზე უნდა მოვიგოთ. „ემპოლი“ 60-65 წუთის განმავლობაში დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს, რადგან მას თავისი მიზნები და ამოცანები ამოძრავებს. სკუდეტოსთვის კი, ხუთი გამარჯვება ჯერ კიდევ გვჭირდება, ხვალ მათ შორის პირველი უნდა მოვიპოვოთ.

შემადგენლობა

კარს შჩესნი დაიცავს. ამ სამიდან, რუგანი, კასერესი და კიელინი, ორი ითამაშებს, ხოლო ბონუჩი დაისვენებს. ნახევარდაცვაში მატუიდი და ბენტნაკური დიდი ალბათობით სკამზე იქნებიან, ყოველშემთხვევაში მეორე ნახევარის დაწყებამდე. შეტევაში მანჯუკიჩი, დიბალა და ბერნარდესკი ითამაშებენ. პენალტები? რონალდუს არყოფნაში დიბალა, პიანიჩი და ემრე ჯანი შეასრულებენ. რაც შეეხება ჯარიმებს, ერთი მხრიდან პიანიჩი, ხოლო მეორე მხრიდან დიბალა და ბერნარდესკი.

რონალდუ, დიბალა და კინი

რონალდუ კარგადაა, მაგრამ სიფრთხილე საჭიროა. ჩვენ დელიკატურ ფაზაში ვიმყოფებით. დაბრუნება მაშინ, როდესაც ნამდვილად კარგ იქნება და საფრთხე არ იარსებებს. ორშაბათს გამოკვლევა ჩაუტარდება და ვნახოთ, რას გვიჩვენებს. ამჟამად, „აიაქსთან“ მისი თამაში საეჭვოა. დიბალა? პაულოსთან ვისაუბრე. მან იცის, რომ ეს თვე „იუვენტუსისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილი დიბალა გვჭირდება. მიმდინარე სეზონში ის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის ფინიშს შესანიშნავად ჩაატარებს. რაც შეეხება კინს, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, გაიზარდოს და ამისთვის ნორმალური გზა სჭირდება.

რუგანის ახალი კონტრაქტი

ის პასუხისმგებლიანი ბიჭია და ძალიან გაიზარდა. „იუვეს“ რვა ფეხბურთელიდან, რომელიც იტალიის ნაკრებში განიხილება, ერთ-ერთია. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და კარგია, რომ ხელმძღვანელობამ მასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ტრავმირებულები

დუგლას კოშტა ორშაბათს გამოკვლევას ჩაიტარებს და ალბათ, ჩემპიონთა ლიგისთვის ხელმისაწვდომი იქნება, ან შესაძლოა „მილანთან“ მატჩისთვისაც. ბარძალი მუშაობს, კუადრადოს კიდევ ათი დღეს სჭირდება, ხედირას მდგომარეობა უნდა შეფასდეს, ხოლო დე შილიო ხვალინდელი მატჩის განაცხადში უკვე შევიყვანე.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ემპოლის“ შეხვედრა 30 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …