ტურინის „იუვენტუსი“ „ემპოლისთან“ მატჩის მზადების გადამწყვეტ ფაზაში იმყოფება. მასიმილიანო ალეგრიმ უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელა ვინაობა, რომლებიც ამ თამაშის განაცხადში იქნებიან.
აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ დანაკლისი საკმაოდ დიდია: რონალდუ, ბარძალი, ხედირა, კუადრადო და დუგლას კოშტა.
მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი
მცველები: დე შილიო, კიელინი, კასერესი, ალექს სანდრო, ბონუჩი, კანსელუ, რუგანი, სპინაცოლა
ნახევარმცველები: პიანიჩი, მატუიდი, ემრე ჯანი, ბენტანკური
თავდამსხმელები: დიბალა, მანჯუკიჩი, კინი, ბერნარდესკი, ნიკოლუსი
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ემპოლის“ შეხვედრა 30 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.