მთავარი / სიახლეები / ანიელიმ 41 ათასიანი სტადიონის აშენების მიზეზი დაასახელა

ანიელიმ 41 ათასიანი სტადიონის აშენების მიზეზი დაასახელა

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი „სან სიროს“ საკითხს გამოეხმაურა, რომელიც ბოლო დღეებში იტალიური მედიის მთავარი სასაუბრო თემაა.

ანიელიმ „მილანსა“ და „ინტერს“ ახალ სტადიონზე გადასვლა ურჩია. გარდა ამისა, ისაუბრა კრიშტიანუ რონალდუს ტრავმაზეც:

„სან სირო“? ახალი სტადიონი საჭიროა, არ შეიძლება ვიყოთ ნისტალგიურები. სტადიონის გაზიარება სხვა გუნდთან? ჩემი გუნდი ასე რომ თამაშობდეს, შემაშფოთებელი იქნებოდა. ჩვენ ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ მხოლოდ 41 ათასიანი სტადიონი ავაშენთ. თუმცა, ჩვენი მიზანი ნათელი იყო, გვინდოდა სტადიონი ყოველთვის სავსე ყოფილიყო და არამხოლოდ დიდი მატჩების დროს.

რონალდუ? ჩვენდა საბედნიეროდ საკმაოდ დაბალანსებული და მაღალი დონის შემადგენლობა გვყავს. რონალდუ კარგადაა, თუმცა უმჯობესია არ გავრისკოთ, მაქსიმალურად დავიცავთ მას, რადგან უფრო მნიშვნელოვანია სეზონის ბოლო ნაწილზე ფიქრი, ვიდრე ერთ კონკრეტულ თამაშზე“, – განაცხადა ანიელიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …