ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ცენტრალური მცველის ყიდვას აპირებს. აქამდე „იუვეს“ არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს, ახლა კი ახალმა სახელმა გაიჟღერა – ტობი ალდერვეირელდი.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ბელგიელ ფეხბურთელს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და მხარეები მის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან. ამ სიტუაციით სარგებლობას კი შესაძლოა „იუვე“ ეცადოს.
თუ ტობი ზაფხულამდე ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, „იუვენტუსს“ მისი ყიდვა დაახლოებით 25 მილიონ ევროდ შეეძლება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ტობი ალდერვეირელდი 30 წლისაა და „ტოტენჰემამდე“ ამსტერდამის „აიაქსის“, “ატლეტიკოსა” და “საუთჰემპტონის” ღირსებას იცავდა.