ჯორჯო კიელინის მაისური, რომლითაც მადრიდის „ატლეტიკოსთან“ (3:0) მოგებულ შეხვედრაში ითამაშა, „იუვენტუსის“ მუზეუმში დააბინავეს. საქმე ისაა, რომ ეს ჯორჯოსთვის „ბებერი სინიორას“ რიგებში გამართული მე-500 თამაში გამოდგა.
სწორედ ამიტომ, მისი მაისური მუზეუმში გამოიფინა.
„500 თამაში, რომელმაც უამრავი ემოცია დაიტია და მქონდა პატივი დიდი ჩემპიონების გვერდით მეთამაშა. ამ თამაშიდან ორი კვირა გავიდა და ახლა მზად ვართ სეზონის დარჩენილი ორი თვისთვის“, – თქვა კიელინიმ.