მთავარი / სიახლეები / რუგანი: “მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”

რუგანი: “მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანიელიე რუგანიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შემდეგ იტალიელმა მცველმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერთან კომენტარი გააკეთა:

„მართლაც მნიშვნელოვანი დღეა და ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არის ის, რაც მინდოდა და რისთვისაც ყოველდღე ვმუშაობ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხელმძღვანელობამ გამოხატა ეს ნება.

კარგად მახსოვს ჩემი პირველი თამაში, „სევილიასთან“ ბოლო წუთები. იმ საღამოს გავიმარჯვეთ. იტალიის თასზეც დებიუტი დასამახსოვრებელი იყო, როდესაც დერბი 4:0 მოვიგეთ, ხოლო ჩემპიონატში პირველი თამაში „კარპის“ წინააღმდეგ ჩავატარე. ეს იყო შობამდე ბოლო თამაში და ის პერიოდი ცოტა რთული იყო, მაგრამ ყველაფერი დავძლიეთ, ის თამაშიც მოვიგეთ და ჩემპიონობისკენ სვლა გავაგრძელეთ.

ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი დრო გამოვიყენო. რა თქმა უნდა, მცველისთვის გოლების გატანა იშვიათია, მაგრამ ეს ორმაგი სიხარულია. ვიმედოვნებ ასე გავაგრძელებ და მნიშვნელოვან მატჩებს მოვიგებთ.

გამოვარჩევდი „იუვეში“ მეორე სეზონის დასაწყისში „კალიარისთან“ გატანილ გოლს. ანგარიში გავხსენი და ეს იყო „იუვეში“ ჩემი სადებიუტო გოლი. ჩვენთვის, მცველებისთვის, გოლი დიდი კმაყოფილებაა, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არაა. გაცილებით მნიშვნელოვანია გუნდის გადარჩენა ან მოგებული ორთაბროლა.

რა თქმა უნდა, ეს დასამალი არაა, ძალიან გვინდა, რომ მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ დავბრუნდეთ, სადაც რამდენიმე კვირის წინ უკვე ვითამაშეთ და ამ სტადიონზე თასი ავღმართოთ. ყველაზე დიდი ოცნება სწორედ ესაა“, – განაცხადა რუგანიმ „იუვეს“ ვებგვერდთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ დანიელე რუგანიმ “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

შემთხვევითი სიახლე

ზაკარია: “იუვე” ძალიან უკნიდან თამაშობდა, ალეგრისთან კონტაქტი თითქმის არ მქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დენის ზაკარიამ განაცხადა, რომ იტალიაში მისი სტილისთვის შესაფერისი ფეხბურთი არ არის, …

დე ლიხტი: “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის მოგების უფრო დიდი ამბიცია აქვს, ვიდრე “იუვეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მატაის დე ლიხტმა განაცხადა, რომ მისი კარიერისთვის „ბაიერნში“ გადასვლა წინ გადადგმული …