ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე ისაუბრა. როდესაც ის „იუვედან“ დაითხოვეს, ერთ-ერთ მიზეზად კრიშტიანუს ტრნასფერისადმი წინააღმდეგობრივი პოზიცია იყო.
თუმცა, მაროტამ ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა:
„აბსოლუტურად ტყუილია, რომ თითქოს მე რონალდუს „იუვენტუსში“ ყიდვა არ მინდოდა. თუმცა ის მართალია, რომ ასეთი ოპერაციისთვის მდგრადობა არ არსებობდა. როდესაც ანიელის ამის შესახებ ამცნეს, რამდენიმე დღე მოითხოვა მოსაფიქრებლად და ბოლოს ვნახეთ, რაც მოხდა. ეს იყო მისი მხრიდან გამბედავი ნაბიჯი და საოცარი ხედვა.
რონალდუ ნამდვილად დიდი ჩემპიონია, ლიდერის თვისებები აქვს და ბევრისთვის სამაგალითოა. როდესაც ახალგაზრდები ასეთი ჩემპიონის გვერდით ვარჯიშობენ, თავად ჩემპიონები ხდებიან. მაგალითად, კინი და სპინაცოლა. მას მუშაობის საოცარი კულტურა აქვს, რომლის მსგავსი არასდროს მინახავს“, – თქვა მაროტამ.