მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “იუვეში” გადასვლა შესაძლებელია, თუმცა გადაწყვეტილებას რაიოლა მიიღებს”

დე ლიხტი: “იუვეში” გადასვლა შესაძლებელია, თუმცა გადაწყვეტილებას რაიოლა მიიღებს”

ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტან მატის დე ლიხტს Tuttosport-ი ესაუბრა. ნიჭიერ ჰოლანდიელ მცველს „იუვენტუსსაც“ უკავშირებენ და დე ლიხტმა ტურინში გადაბარგება არ გამორიცხა.

19 წლის ფეხბურთელის განცხადებით, ეს შესაძლებელია, თუმცა სხვა გუნდებიც ეპატიჟებიან და გადაწყვეტილებას მისი აგენტი, მინო რაიოლა მიიღებს.

„იუვე“ დიდი გუნდია, მაგრამ გვჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მის ბარიერს დავძლევთ, რადგან ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ზეწოლას არ განვიცდით. კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში გამორჩეულია და მასთან ერთად „იუვე“ კიდევ უფრო ძლიერი გახდა, თუმცა ჩვენ ტადიჩი გვყავს, რომელიც ჩვენი კრიშტიანუა.

კიელინი ძალიან მომწონს, ძლიერი მცველია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ასევე ვაფასებ ბონუჩის, ორივე საუკეთესო მცველებში შედიან. ჩემნაირი ახალგაზრდასთვის ისინი მისაბაძი მცველები არიან. მათთან ერთად მე „იუვეში“? შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ სხვა გუნდებიც არიან დაინტერესებულნი. ახლა მთლიანაც „აიაქსზე“ ვარ კონცენტრირებული და ჩემი მომავალი ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია. ამაზე ჩემი აგენტი, მინო რაიოლა იფიქრებს.

დე იონგს „ბარსელონაზე“ არაფერი უთქვამს. ნესტასთან და სტამთან შედარება მომწონს, ორივე ტოპ ფეხბურთელები იყვნენ და მე ეს გზა ჯერ კიდევ გასავლელი მაქვს. ნესტა დიდებული მცველი იყო, ასევე ხშირად ვუყურებ მალდინისა და ბარეზის ვიდეოებს. იტალიური დაცვის სტილი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „აიაქსს“ 10 აპრილს ესტუმრება და 6 დღის შემდეგ ტურინში დაუხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …