მთავარი / სიახლეები / ბარეზი: “იუვენტუსმა” იტალიაში მონოპოლია დაამყარა”

ბარეზი: “იუვენტუსმა” იტალიაში მონოპოლია დაამყარა”

იტალიური ფეხბურთისა და „მილანის“ ლეგენდა ფრანკო ბარეზი „იუვენტუსის“ შესახებ საუბრობს. მის განცხადებით, „იუვემ“ იტალიის ჩემპიონატში მონოპოლია დაამყარა.

გარდა ამისა, შეაფასა აარონ რემზის ტრანსფერი:

„ბოლო წლებში სერია A-ში „იუვენტუსმა“ მონოპოლია დაამყარა და ახლა საინტერესოა, სხვა გუნდები რას გააკეთებენ განვითარების თავლასაზირისთ. „ინტერი“, „რომა“, „მილანი“, „ლაციო“ და „ნაპოლი“ რა თქმა უნდა, უნდა გაიზარდნონ. „მილანისთვის“ წელს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს მოუტანს ფულსა და პროგრესს და ამიტომ საჭიროა.

რემზი? ცხადია, ეს შესანიშნავი ტრანსფერია. მე ვნახე მისი თამაში და დიდი ფეხბურთელია. „იუვენტუსმა“ დიდი შენაძენი განახორციელა და დარწმუნებული ვარ იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაციას შეძლებს“, – განაცხადა ბარეზიმ.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …