მთავარი / სიახლეები / Gazzetta: ალეგრი “აიაქსთან” რონალდუს გარეშე სათამაშოდ ემზადება

Gazzetta: ალეგრი “აიაქსთან” რონალდუს გარეშე სათამაშოდ ემზადება

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გუნდს „აიაქსთან“ მატჩისთვის კრიშტიანუ რონალდუს გარეშე სათამაშოდ ამზადებს. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი წერს.

მოგეხსენებათ, რონალდუს ამსტერდამში თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვე დგას და კლუბის ხელმძღვანელობასაც რისკზე წასვლა არ უნდა. თუ პორტუგალიელი 100%-ით მზად არ იქნება, ამ თამაშს გამოტოვებს.

ამიტომ, მატჩამდე ზუსტად 11 დღით ადრე ალეგრიმ კრიშტიანუს გარეშე თამაშზე დაიწყო მუშაობა და საუკეთესო გამოსავლის ძებნა.

დღეს, „ემპოლისთან“ შეტევაში დიბალა, ბერნარდესკი და მანჯუკიჩი ითამაშებენ და ეს რა თქმა უნდა, არაა უპრეცედენტო გადაწყვეტილება. დიბალას ბევრ ტაქტიკაში შეუძლია თამაში, არამხოლოდ 4-3-3-ში და მათ შორის 3-5-2-შიც. ადვილი შესაძლებელია გუნდი ამ წყობაზე გადაეწყოს, ბერნარდესკი ნახევარდაცვის ცენტრში დაიკავებს ადგილს, ხოლო დიბალა მანჯუკიჩს წინა ხაზზე შეუწყვილდება და კართან უფრო ახლოს ითამაშებს.

გარდა ამისა, ალეგრის იმედი აქვს, რომ მომავალ კვირაში გუნდს დუგლას კოშტა დაუბრუნდება და უკვე „მილანთან“ თამაშისთვის მზად იქნება (უარეს შემთხვევაში „აიაქსთან“). ეს შეიძლება დამატებითი რესურსი გახდეს. ამასთან, ალეგრი განსაკუთრებულ სიტუაციებში და შემადგენლობის შეზღუდვის შემთხვევაში ალექს სანდროსა და კანსელუსაც ფლანგის შემტევებად განიხილავს. მაქსს უსასრულო რაოდენობის არჩევანი აქვს…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …