როგორც ჩანს მარსელოს „იუვენტუსში“ გადასვლის საკითხი იხურება. მას შემდეგ, რაც „სამეფო კლუბში“ ზინედინ ზიდანი დაბრუნდა, ბრაზილიელმა მცველმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა.
ესპანურ მედიას თუ დავუჯერებთ, მარსელომ გუნდის დატოვება გადაიფიქრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში მისი „იუვეში“ ტრანსფერი თითქმის გამოირიცხა.
შეგახსენებთ, რომ მარსელოს „იუვენტუსთან“ დიდი ხანი აკავშირებდნენ. ამას ისიც ერთოდა, რომ სამხრეთ ამერიკელი ესპანური გრანდის ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა. თუმცა, მოვლენები სწრაფად შეიცვალა.