ტურინის „იუვენტუსისა“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ მიშელ პლატინიმ Sky Sport-თან ისაუბრა. პლატინის ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად სწორედ მისი ყოფილი გუნდი მიაჩნია და ფიქრობს, რომ მთავარი დაბრკოლება, „ატლეტიკო“ „იუვემ“ უკვე გადალახა.
„ჩემი აზრით, „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია. ევროთასებზე ყველაფერი ხდება, მაგრამ მან უკვე გაიარა ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერი „ატლეტიკოს“ სახით და დაგვანახა რამდენად ძლიერია.
რონალდუ? რთული სათქმელია, რამდენად შედის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებში, მაგრამ ის, რასაც მესი და კრიშტიანუ აკეთებენ ბოლო 10 წელია, საოცებაა“, – განაცხადა პლატინიმ.