მთავარი / სიახლეები / მენდეში: “რონალდუს მხოლოდ ფერგიუსონს სჯეროდა”

მენდეში: “რონალდუს მხოლოდ ფერგიუსონს სჯეროდა”

„იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის თავის დროზე მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონს სჯეროდა.

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ტრანსფერში გადამწყვეტი მწვრთნელი იყო და რონალდუ ამის ნათელი მაგალითია. 2003 წელს მისი აყვანა ყველას უნდოდა, ოღონდ მხოლოდ იჯარით. მხოლოდ ფერგიუსონს სურდა, რომ მისთვის სრულფასოვანი კონტრაქტი გაეფორმებინა. მეც ვფიქრობდი, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი და „მანჩესტერი“ კრიშტიანუსთვის იდეალური გუნდი იყო“, – აღნიშნა მენდეშმა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „მანჩესტერში“ 2003 წლის ზაფხულში „სპორტინგიდან“ გადავიდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …