ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და ექიმების დასახმარებლად ყველას სახლში დარჩენა ურჩია.
„მთელი მსოფლიოსთვის ამ რთულ მომენტში მადლობელი ვართ იმ საკითხებისთვის, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი საყვარელი ადამიანები. დარჩით სხლში და დავეხმაროთ სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს დავეხმაროთ, რომლებიც ადამიანების სისოცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან“, – დაწერა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ ფუნშალში იმყოფება, სადაც გუშინ ჯორჯინასთან და შვილებთან ერთად ქუჩაშიც გაისეირნა.