ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ალესიო ტაკინარდიმ კლუბს გაეტანო კასტროვილის ყიდვა ურჩია. ალესიო „ფიორენტინას“ ფეხბურთელში ახალ კლაუდიო მარკიზიოს ხედავს.
გარდა ამისა, ტაკინარდიმ დაცვის ხაზის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიმონე ინძაგის დანიშვნის შემთხვევაში, „იუვეს“ მსოფლიოში საუკეთესო დაცვა ეყოლება.
„თუ სარი დარჩება, მას ოთხი მცველით თამაში უყვარს და ადვილი არ იქნება იმის ამოცნობა, თუ ვინ დარჩება სკამზე ბონუჩის, დე ლიხტსა და კიელინის შორის. „იუვეში“ სიმონე ინძაგი რომ მოვიდეს, ამ დაცვის სამეულზე უკეთესი მსოფლიოში არ იქნებოდა. მაგრამ, თუ მაინც სარი უნდა დარჩეს, ამ სამიდან ერთ-ერთი აუცილებლად სკამზე დარჩება. კიელინის ისევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში, ბონუჩი შესანიშნავია, ხოლო დე ლიხტმა უნდა ითამაშოს.
ნახევარდაცვა უნდა გაუმჯობესდეს უფრო მეტად რიტმით, დინამიზმით. ეს აშკარა ფაქტია. ტონალი არის ის მოთამაშე, რომელიც მომწონს, მაგრამ მე კასტროვილის ვურჩევდი. ჩემი აზრით, ის ახალი მარკიზიოა, „იუვემ“ ახალგაზრდებს ნდობა უნდა გამოუცხადოს“, – თქვა ტაკინარდიმ.