ტურინის „იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ გაჩერებას არ აპირებს და კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.
იტალიური მედიის ცნობით, ზაფხულში „იუვეს“ სამიზნე კილიან მაბპე იქნება. ტურინელთა გეგმა ასეთია: გაყიდოს მარიო მანჯუკიჩი დაახლოებით 30 მილიონი ევროს ფარგლებში და პაულო დიბალა 130-140 მილიონ ევროდ. ეს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფეხბურთელი ტიფოზების საყვარელი მოთამაშეებია. მათ ნაცვლად კი „ბებერი სინიორა“ ფრანგი ტალანტის გაფორმებას გეგმავს.
გარდა ამისა, პარატიჩი აქტიურად აკვირდება მარკო ასენსიოს, რომელმაც სხვათა შორის უკვე გამოთქვა „იუვენტუსში“ თამაშის სურვილი. საინტერესოა, რომ ზაფხულში „რეალმა“ ასენსიოს 150 მილიონ ევროდ გასხვისებაზე უარი თქვა.