პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში ისევ დგას. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ფრანგმა საჯაროდ განაცხადა, რომ ინგლისში ბედნიერია, ბრიტანული მედია საპირისპირო ცნობას ავრცელებს.
როგორც Daily Mail-ი წერს, პოგბამ „იუვენტუსს“ უკვე განუცხადა თანხობა. საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ, არც პაველ ნედვედმა გამორიცხა პოლის ტურინში დაბრუნების საკითხი.
ტრანსფერის განხორციელებას იანვარში ელიან, რადგან უეფას ახალი წესდების თანახმად, ზამთარში გუნდის გამოცვლის შემთხვევაში ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ პოგბა „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა და „მანჩესტერში“ 105 მილიონი ევრო სანაცვლოდ გადავიდა.