ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ ბრაზილიის ნაკრების შეკრებიდან მცირე კომენტარი გააკეთა თავის მომავალზე და აღნიშნა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში სიამოვნებით ითამაშებდა.
„ინგლისში სიამოვნებით ვითამაშებდი ერთ დღეს, მაგრამ ახლა იტალიაში ბედნიერი ვარ და მინდა „იუვენტუსში“ თამაში გავაგრძელო“, – განაცხადა ალექს სანდრომ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მცველი „იუვეს“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს და კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. ბოლო დროს მას ხშირად უკავშირებენ „მანჩესტერ იუნაიტედს“.