მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარი რონალდუს, დიბალას პოზიციებზე და სხვა საინტერესო საკითხებზე

მაურიციო სარი რონალდუს, დიბალას პოზიციებზე და სხვა საინტერესო საკითხებზე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ინტერთან“ ამხანაგური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, „ტოტენჰემთან“ მატჩთან შედარებით დიდ განსხვავებას არ ელოდება, რადგან გუნდი ჯერჯერობით მხოლოდ მოსამზადებელ ეტაპზე იმყოფება.

„ეს არ არის ჩვეულებრივი თამაში, მაგრამ ორი გუნდი დაუპირისპირდება, რომლებიც საუკეთესოს ჩვენებას ვერ მოახერხებენ, ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე. ვეცდებით გავაგრძელოთ ისე, როგორც „ტოტენჰემთან“ მეორე ტაიმის დასაწყისში ვითამაშეთ.

ფეხბურთში პრივილეგია ერთ-ორ ეტაპად იყოფა. კრიშტიანუ? ჩვენ მას ძირითად გამოვიყენებთ, როგორც მარცხენა თავდამსხმელმა, მაგრამ ცენტრალიზებაც უყვარს. მან უნდა მოიტანოს.

მე არ ველოდები დიდ განსხვავებას პირველ მატჩთან შეადრებით. ამ ტურნეში ცოტას ვვარჯიშობთ და ბევრს ვთამაშობთ, შესაბამისად ეს არის მოსამზადებელი ეტაპი გადამწყვეტი ფაზისთვის, 10 აგვისტოს ჩათვლით. ფეხბურთელებს ბევრს ვთხოვ ვარჯიშებზე. მომწონს ისეთი გუნდის ნახვა, რომელიც რიტმს იცავს ვარჯიშების დროსაც და ვფიქრობ, რომ ამ ფეხბურთელებს ამის გაკეთება ადვილად შეუძლიათ.

ჩემი აზრით, იტალიელი მწვრთნელები დონე ნათელია და ამ კუთხით ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა გვაქვს. სხვა ჩემპიონატები ტაქტიკურად მოიკოჭლებენ, მაგრამ ეკონომიკურ დონეზე უფრო წინ არიან.

დიბალა? ვფიქრობთ „ცრუ ცხრიანზე“, მაგრამ სხვა გამოსავალსაც მოვძებნით. შესაძლოა ითამაშობს, როგორც გამთამაშებელმა ორი თავდამსხმელის უკან“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩი 24 ივლისს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *