ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ გუნდში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.
იტალიელი ფეხბურთელის თქმით, მაურიციო სარის მოსვლით სავარჯიშო მეთოდები მკვეთრად შეიცვალა, ვიდრე მასიმილიანო ალეგრის დროს იყო.
„უპირველეს ყოვლისა მაღალ რიტმში ვვარჯიშობთ და ბურთთან ხშირი კონტაქტი გვაქვს. ეს არის პრინციპული განსხვავება. მნიშვნელოვანია თამაშის იდენტობა და ფილოსოფია. გასულ წლებში განსხვავებული დამოკიდებულება იყო. ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ ორ განსხვავებულ მწვრთნელზე, განსხვავებული მეთოდებით.
მწვრთნელმა ორი-სამი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მითხრა. თუმცა, ამ ეტაპზე მარჯვენა ფლანგზე მომიაზრებს. შესაძლოა მომავალში მწვრთნელს სურვილი თუ ექნება, პოზიცია შევიცვალო. ჩემი აზრით, თანამედროვე ფეხბურთელი ყველა პოზიციას უნდა ერგებოდეს. გასულ წელს ეს შევძელი
სარი და კონტე? ეს არის დუელი, რომელიც მაინტრიგებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თანდათანობით წინ მივდივართ და იტალიელი მწვრთნელები უმაღლეს საფეხურზე არიან. ეს არის, სასიამოვნო და მოტივაციასაც ამაღლებს. საინტერესო ბრძოლა იქნება, ორი მწვრთნელი ხვდება, რომლებმაც თავიანთი მუშაობით ისტორია შექმნეს. თუმცა, ნამდვილად ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ.
იტალიაში ბევრი ძლიერი გუნდი იქნება. „ინტერი“, „ნაპოლი“, „რომა“, „მილანი“, რომელიც ჩემი აზრით, თავის ძალას გამოავლენს. „ატალანტას“ შარშან შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი მთავარი კონკურენტები „ნაპოლი“ და „ინტერი“ იქნებიან.
ჩემპიონთა ლიგა? ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. გუნდის ხელმძღვანელობა დიდი ხანია მუშაობს ამაზე და ჩვენც ვმუშაობთ. ჩემპიონთა ლიგაზე ყოველი წელი მნიშვნელოვანია, საჭიროა ცოტა იღბალი, მაგრამ ჩვენი გზა ჩვენვე უნდა ავაშენოთ“, – განაცხადა ბერნარდესკიმ.