ფლორენციის „ფიორენტინას“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ ხელმძღვანელობასაც აცნობა.
„წასვლა მინდა. ვფიქრობ, შესაფერისი დრო დადგა, რადგან კარიერაში ახალი გამოწვევა და სტიმული მჭირდება“, – თქვა კიეზამ.
ფედერიკო არ დაკონკრეტებულა რომელ გუნდში სურს გადასვლა, მაგრამ იტალიური მედია დარწმუნებულია, რომ მას „იუვენტუსი“ ეპატიჟება.
მიუხედავად ფეხბურთელის სურვილისა, ფლორენციელები არ ნებდებიან და როგორც გუნდის წარმომადგენელმა ჯო ბარონემ განაცხადა, კიეზას არანაირი ფასად არ შეელევიან.