მთავარი / სიახლეები / მატუიდი, რუგანი და მანჯუკიჩი – წასვლის მთავარი კანდიდატები

მატუიდი, რუგანი და მანჯუკიჩი – წასვლის მთავარი კანდიდატები

ტურინის „იუვენტუსმა“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შემადგენლობის გაფილტვრა უნდა მოახერხოს. იტალიური მედიის ცნობით, ამ დროისთვის გუნდიდან წასვლის ყველაზე რეალური კანდიდატები ბლეზ მატუიდი, დანიელე რუგანი და მარიო მანჯუკიჩი არიან.

მას შემდეგ, რაც სამი ხედირას გუნდში დარჩენა პრაქტიკულად გადაწყდა, მატუიდისთვის ტურინში ადგილი აღარ დარჩა. ფრანგს ყველაზე მეტად „მონაკოს“ უკავშირებენ.

იგივე ვითარებაა დანიელე რუგანის შემთხვევაშიც. დაცვის ცენტრში დანიელესთვის ადგილი პრაქტიკულად აღარ დარჩა, ხოლო მისთვის აწ ნახსენები „მონაკო“ და „რომა“ იბრძვიან.

რაც შეეხება მარიო მანჯუკიჩს, მისთვისაც რთული იქნება მაურიციო სარის ხელში სტაბილურად სასტარტოში თამაში. ხორვატს გერმანიაში, „ბაიერნსა“ და „დორტმუნდს“ უკავშირებენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *