ტურინის იუვენტუსის კაპიტანი ჯორჯო კიელინი მიიჩნევს, რომ ახალ სეზონში მის გუნდს გაუჭირდება იტალიის ჩემპიონის ტიტულის დაცვა.
ჯორჯომ დაასახელა ორი გუნდი რომელი “ბებერი ქალბატონის” მთავარი კონკუენტები იქნებიან სერია ა-ში.
“მე ვფიქრობ, რომ გასულ სეზონში, ინტერს ჰყავდა საკმარისად კარგი შემადგენლობა იმისთვის, რომ მოეგო სკუდეტო. ახლა კი უფრო უკეთესი. მათ განახორციელეს ძალიან კარგი სატრანსფერო კამპანია. ყოველთვის რთულია მოგება. დიდი წნეხი განხორციელდება როგორც ჩვენზე ასევე ინტერზე. მათ მეტი ფული დახარჯეს და ვერ იტყვიან რომ ტიტული არ სურთ. ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს ნაპოლი. სამი გუნდი დაიწყებს მომავალი სეზონის სერია ა-ს ერთი მიზნით – გამარჯვება” – აღნიშნა კიელინიმ