მთავარი / სიახლეები / პარატიჩიმ დიბალაზე, იკარდიზე და სატრანსფერო სიახლეებზე ისაუბრა

პარატიჩიმ დიბალაზე, იკარდიზე და სატრანსფერო სიახლეებზე ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის შესახებ ისაუბრა. ფაბიომ კომენტარი გააკეთა, როგორც გუნდიდან შესაძლო წამსვლელებზე, ისე პაულო დიბალაზე და მაურო იკარდის შესაძლო ტრანსფერზე.

„დარწმუნებულნი და მშვიდნი ვართ. ჩემპიონთა ლიგის განაცხადისთვის სია არსებობს, სადაც მხოლოდ 22 ფეხბურთელის შეყვანა შეგვიძლია. თუმცა არ ვაირებ ზედმეტ ფეხბურთელებზე საუბარს.

არ არსებობს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც სხვებზე მეტად ახლოს არიან გუნდის დატოვებასთან. დიბალა? იგივე სიტუაციაა მის შემთხვევაში, როგორც „იუვეს“ სხვა ფეხბურთელებზე. დიბალა „იუვენტუსის“ დიდი მოთამაშეა, 10 ნომერი. პერინისა და პიაცას საქმე ამ სატრანსფერო პერიოდში ცოტა რთულადაა, ხოლო პელეგრინი რამდენიმე საათში „კალიარის“ შეუერთდება.

ჩვენ ვიყიდეთ დე ლიხტი, რომელსაც ევროპის ტოპ გუნდები ეპატიჟებოდნენ. ორი მოთამაშე თავისუფალი აგენტის სტატუსით დავიმატეთ, რაბიო და რემზი, გარდა ამისა, დემირალის ტრანსფერიც აღსანიშნავია. ის არის ფეხბურთელი, რომლის თაობაზე ამ ზაფხულს ყველაზე მეტი წინადადება მივიღეთ, მაგრამ მისი შენარჩუნება გვინდა. დანილო კი ჩვენთან 12 ტიტულით მოვიდა. ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს, მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის ვიმყოფებით.

იკარდი? ამჟამად „ინტერის“ ფეხბურთელია, შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ ჩვენს მოთამაშეებზე შეგვიძლია საუბარი და შესანიშნავი თავდამსხმელები გვყავს. იგუაინი გვყავს, რომელიც დიდი ბომბარდირია, მანჯუკიჩი გვყავს, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელია. გვყავს დიბალა, რონალდუ, შესაბამისად, სხვების ფეხბურთელებზე ვერ ვისაუბრებ“, – თქვა პარატიჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *