მთავარი / სიახლეები / მათეუსი: “ხამესმა მითხრა, რომ რონალდუ “იუვენტუსში” ეპატიჟება”

მათეუსი: “ხამესმა მითხრა, რომ რონალდუ “იუვენტუსში” ეპატიჟება”

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ხამეს როდრიგესის „იუვენტუსში“ წაყვანა აქვს განზრახული. როგორც მათეუსმა თქვა, ხამესთან ამ საკითხზე ისაუბრა და კოლუმბიელმა თავად ამცნო ამის შესახებ.

„ხამესი კრიშტიანუ რონალდუსთან ძალიან ახლოსაა. მასთან ვისუაბრე და მითხრა, პორტუგალიელს უნდა ტურინში წაიყვანოს. ხამესთან ყველა საკითხზე ვისაუბრე, მათ შორის, კოლუმბიაზე და ფეხბურთის ისტორიზე. ის ფეხბურთელია, რომელიც კრიშტიანუს ბურთს მიაწვდის და ერთად დიდი წარმატების მიღწევა შეუძლიათ“, – თქვა მათეუსმა.

შეგახსენებთ, რომ ხამესს “ბაიერნთან” ორწლიანი იჯარა დაუსრულდა და “რეალში” დაბრუნდა. თუმცა, მადრიდელები მიმდინარე ზაფხულს კოლუმბიელის გაყიდვას გეგმავენ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …