გონსალო იგუაინს კარიერის „იუვენტუსში“ დასრულება უნდა. ამის შესახებ „პიპიტას“ ძმამ და ამავდროულად აგენტმა ნიკოლასმა განაცხადა.
„რომა“ და „ფიორენტინა“? სიმართლე გითხრათ, არაფერი მსმენია. „იუვენტუსთან“ კონტრაქტი ორი წელი აქვს და ამას პატივი უნდავცეთ. შესაბამისად,“ბიანკონერიში“ მომდევნო ორი სეზონი დარჩება.
არმინდა ვინმეს უპატივცემულობაში ჩამეთვალოს, მაგრამ გონსალო იტალიაში თუ ითამაშებს, ეს მხოლოდ „იუვენტუსში“ მოხდება. ვფიქრობ, ეს იგუაინის წელი იქნება, რომელიც ძალიან მოტივირებულია და უნდა კარიერა „იუვეში“ დაასრულოს“, – თქვა ნიკოლასმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ იგუაინი 2016 წელს შეიძინა. გასული სეზონი არგენტინელმა იჯარით ჯერ „მილანში“, შემდეგ კი „ჩელსიში“ გაატარა. ტურინელთა საკუთრებაში კი გონსალო 2021 წლის ზაფხულამდეა.