მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ქალთა გუნდის წევრების ტრიუმფი იტალიის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატზე

“იუვეს” ქალთა გუნდის წევრების ტრიუმფი იტალიის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატზე

საფრანგეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ქალთა შორის, სადაც იტალიის ნაკრები შესანიშნავად თამაშობს და ორი ტურის შემდეგ 6 ქულით მერვედფინალში თამაში უფლება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ წარმატებაში „იუვენტუსის“ ფეხბურთელების დიდი წვლილია – იტალიელმა ქალებმა განვლილ ორ მატჩში 7 გოლი გაიტანეს და შვიდივე „იუვეს“ წევრების ანგარიშზეა.

პირველ ტურში ავსტრალიასთან (2:1) მოგებულ მატჩში დუბლი ბარბარა ბონანსეამ შეასრულა, ხოლო მეორე ტურში იამაიკასთან (5:0) მატჩში ჰეთ-თრიქით კრისტიანა ჯირელი, დუბლით კი აურორა გალი გამოირჩა და სამივე ხსენებული მოთამაშე „იუვენტუსის“ წევრია.

აღსანიშნავია, რომ ჯირელი მეოთხე იტალიელი გახდა (როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის), რომელმაც მუნდიალის ფინალურ ეტაპზე ჰეთ-თრიქი შეასრულა. მანამდე იგივე მამაკაცებს შორის ანჯელო შკიავიომ (1934 წელს, აშშ-სთან 7:1), პაოლო როსიმ (1982 წელს, ბრაზილიასთან 3:2) და ქალთა შორის კაროლინა მორაჩე (1991 წელს, ჩინეთთან) მოახერხეს.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …