SportItalia-ს ჟურნალისტმა მატეო განდინიმ „ატლეტიკოსთან“ მატჩი შეაფასა. ისაუბრა, როგორც შეხვედრის, ისე ცალკეულ საკითხებზე.
მატჩზე – ფელიშისა და რონალდუს დუელში პირველმა მოიგო. კრიშტიანუს არ დაუტოვებია თავისი კვალი, მეორემ კი შოუ დადგა. იგრძნობა, რომ გუნდი ალეგრიდან სარიმდე გადაწყობის პროცესშია და გადაცემებში ბევრი შეცდომა იყო.
დე ლიხტზე – მასზე დაუყოვნებლივ დიდი მოლოდინია. დრო სჭირდება, რომ განსხვავებულ დაცვით სისტემას შეეგუოს. უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და მალე მის საუკეთესო თვისებებს ვნახავთ.
თავდამსხმელზე – ცენტრალური პოზიცია დელიკატურია. იგუაინს ბევრი არაფერი გაუკეთებია, მანჯუკიჩი თავის პოზიციაზე არ თამაშობს. რონალდუს სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც შუაში დაეხმარება. დიბალა არ არის ამ პოზიციის, იკარდი კი შეიძლება იდეალური გამოსავალი იყოს.
სარის სიტყვებზე – დიდი ხანია ცნობილია, რომ „იუვემ“ შემადგენლობა უნდა გაფილტროს. ეს დღეების საკითხია, სატრანსფერო ფანჯარა ღიაა და ვიღაცაც გუნდის დატოვება მოუწევს.