ტურინის „იუვენტუსმა“ მატეის დე ლიხტი ოფიციალურად წარადგინა.
19 წლის ჰოლანდიელმა 4-ნომრიანი მაისური მოირგო და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„კარგი გამოცდილება მაქვს, მაგრამ მხოლოდ 19 წლის ვარ და მინდა სხვებისგან ვისწავლო. ეს დიდი ნაბიჯია, ამავდროულად დიდი პატივია, როდესაც გულშემატკივრები ასე დაგხვდებიან. მათთვის თამაში დიდი გამოწვევაა. „ალიანც სთედიუმი“ დიდებული სტადიონია და ასევე გულშემატკივრები.
ვცდილობდი არჩევანი გამეკეთებინა და უკვე დარწმუნებით მქონდა „იუვენტუსი“ არჩეული. თუმცა, იმის ნახვა, რომ კრიშტიანუ რონალდუ მთხოვდა გადასვლას, ჩემთვის დიდი კომპლიმენტი იყო.
მაურიციო სარი? ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მოტივი, რის გამოც „იუვენტუსი“ ავირჩიე. მე ბევრი მსმენია მისი ფლოსოფიის შესახებ და დაცვაში მისი ყურადღების შესახებ. ბავშვობის ფოტო „იუვენტუსის“ მაისურით? იმ ეპოქაში 2006 წელს, ძალიან მიყვარდა ფაბიო კანავარო, მისი ერთთ-ერთი დიდი გულშემატკივარი ვიყავი. მე ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა „იუვეს“ მიმართ და მისი გულშემატკივარი ვიყავი.
ოთხი ტიტულისთვის ბრძოლა მოგვიწევს და მინდა ყველაფერი მოვიგო, ეს არის მენტალიტეტი, რომელიც აქ არის.
„აიაქსში“ ახალგაზრდული გარემო იყო, მაგრამ აქ შემიძლია ვისწავლო ისეთი ჩემპიონებისგან, როგორებიც კიელინი, ბუფონი, რონალდუ და ბევრი სხვაა. მიზანი? ახლა მთავარია შევეგუო ახალ გარემოს. შემდეგ მინდა ვითამაშო, განვითარდე და დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები.
რატომ „იუვე“ და არა პსჟ ან „ბარსელონა“? ვფიქრობ, იტალია აგრეთვე ცნობილია მცველების დიდი ტრადიციებით. „იუვემ“ დაამტკიცა, რომ ჩემი გადაბირება მართლა სურდა. ვფიქრობ ეს იყო გადამწყვეტი.
სატრანსფერო თანხის გამო ზეწოლა? ფეხბურთში ნორმალურია, მაგრამ ჩემთვის ეს პრობლემა არაა, ახლა მხოლოდ მოედანზე ვფიქრობ.
ნომერი 4? ჩემთვუს ეს განსაკუთრებულია, რადგან ადრეული ასაკიდან ამ ნომრით ვთამაშბ. „იუვეში“ თავისუფალი იყო და ვამაყობ იმით, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელების მემკვიდრე ვიქნები. ვიმედოვნებ, მეც ღირსეულად ვატარებ“, – თქვა დე ლიხტმა.