მთავარი / სიახლეები / ნეიმარის და მამა და პარატიჩი ერთმანეთს შეხვდებიან

ნეიმარის და მამა და პარატიჩი ერთმანეთს შეხვდებიან

ტურინის „იუვენტუსს“ ნეიმარს ისევ უკავშირებენ. Mundo Deportivo-ს ცნობით, ფაბიო პარატიჩი და ბრაზილიელი ფეხბურთელის მამა ერთმანეთს შეხვდებიან.

ნეიმარს, რომელსაც პსჟ-ს დატოვება უნდა, პრაქტიკულად მხოლოდ „იუვეს“ ვარიანტი შემორჩა. „რეალი“ დაინტერესებული არაა, ხოლო „მანჩესტერი“, რომელსაც სურს მისი შეძენა, ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობს. „ბარსელონასთვის“ კი მისი დაბრუნება საკმაოდ რთული იქნება.

რთული იქნება „იუვენტუსისთვის“ მისი შეძენა. დაიწერა პაულო დიბალასთან ბარტერის შესახებ, მაგრამ ეს პრაქტიკულად არარეალურია. მატის დე ლიხტის ტრანსფერის შემდეგ ტურინში პოლ პოგბას დაბრუნებაზე ოცნებობენ და ამიტომ, მიმდინარე ზაფხულს ტურინელთა სატრანსფერო გეგმები ფინანსების საკმაოდ შეზღუდულია.

თუმცა, პარატიჩისა და ნეიმარის მამის შეხვედრის შემდეგ შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს. ყველაფერი დროთა განმავლობაში უნდა გამოჩნდეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *