ტურინის იუვენტუსი კვლავ დაინტერესებულია ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას შეძენით და მისთვის ბრძოლას აგრძელებს.
Mundo Deportivo და Corriere dello Sport-ის ინფორმაციით ტურინული გრანდი მზად არის 26 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ შეელიოს სამ ფეხბურთელს: ჟოაუ კანსელუს, ბლეზ მატუიდის და დუგლას კოშტას.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი პოლ პოგბას სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს ითხოვდა. წითელი ეშმაკები ფრანგის შენარჩუნებას ცდილობენ და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ, როგორც გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეზე.