ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ, რომელიც ამჟამად იგივე პოსტზე „ინტერში“ მუშაობს. ფაბიო პარატიჩის უპასუხა. „იუვეს“ სპორტულმა დირექტორმა თქვა, რომ ახლა თებერვალია და ვნახოთ რა მოხდება ივნისში.
საქმე ეხება მაურო იკარდის შესაძლო ტრანსფერს. მაროტამ კი ყოფილ თანაგუნდელს ასეთი პასუხი გასცა.
თუ პარატიჩი იკარდის შემსახე ამბობს, რომ ვნახოთ ივნისში რა მოხდება, მაშინ ასე ვუპასუხებ: ვნახოთ დიბალას შესახებ რა მოხდება ივნისში“, – განაცხადა მაროტამ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ხშირად იწერება დიბალასა და იკარდის შესაძლო გაცვლის შესახებ. თუმცა დღეს, „ინტერის“ მფლობელმა ჟანგმა არგენტინელის „იუვენტუსში“ გადასვლა იტალიურ მედიასთან საუბარში გამორიცხა.