მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “რეალი” მიწვევდა, მაგრამ “იუვეში” დავბრუნდი”

ბონუჩი: “რეალი” მიწვევდა, მაგრამ “იუვეში” დავბრუნდი”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველ ლეონარდო ბონუჩის მადრიდული გამოცემა As-ი ესაუბრა. იტალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ზაფხულში „რეალი“ იწვევდა, მაგრამ ესპანეთში გადაბარგებას „იუვეში“ დაბრუნება ამჯობინა.

„შარშან თითქმის ყოველთვის მილანში ვიყავი და ჩემ შვილ ლორენცოს პრაქტიკულად ვერასდროს ვნახულობდი. „ტორინოს“ ქომაგობს? – მას მერე, რაც კრიშტიანუ მოვიდა, იდეა შეიცვალა, თუმცა როცა თამაში „ტორინოს“ ბავშვებთან დაიწყო ასე იყო.

ჩემპიონთა ლიგაზე ბუფონთან შეხვედრა? მირჩევნია ეს არ მოხდეს, ჯიჯი ნომერი პირველია, მაგრამ ასევე დიდი მეგობარი. მასთან ერთად გავიზარდე. „რეალი“? დიახ, მართალია ჩემი დამატება სურდა. ეს საამაყოა, მაგრამ „იუვენტუსში“, სახლში დაბრუნება მინდოდა და ეს გულის არჩევანი იყო.

თუ კრიშტიანუ რონალდუ გუნდში მოდის, ეს ნიშნავს, რომ დონე გაიზარდა. მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ამის დამალვა არ შეგვიძლია. იტალიური ფეხბურთი დონე ამაღლდა. იყო დრო, როდესაც „იუვენტუსი“ ყველას ადვილად უგებდა „ნაპოლის“, „ინტერს“, „მილანს“, მაგრამ ახლა ასე არაა.

რონალდუ? ყოველდღე, ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ ის სპორტულ დარბაზშია. ამას მეც ვაკეთებ, თუმცა კრიშტიანუსავით ყოველდღე არა. ის მანქანაა, არასდროს ჩერდება და მხოლოდ აღფრთოვანება შეგვიძლია.

მორატა?- ყველა ბურთზე ბრძოლა მოგვიწევს, ეს იქნება ბრძოლა, როგორც მათ წინააღმდეგ ხდება. ალვარო კი ჩემი მეგობარია. ის უკვე გავაფრთხილე, როგორც კი მოედანზე გამოხვალ, ფეხებში ჩაგარტყამ-მეთქი (იღიმის)“, – განაცხადა ბონუჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …