მთავარი / სიახლეები / დელ პიერო: “მნიშვნელოვანია, რომ “იუვემ” მადრიდში გოლი გაიტანოს”

დელ პიერო: “მნიშვნელოვანია, რომ “იუვემ” მადრიდში გოლი გაიტანოს”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა. საუბარი ძირითადად ჩემპიონთა ლიგას და „ატლეტიკოსთან“ მოახლოებულ შეხვედრას დაეთმო.

გარდა ამისა, ალექსმა ნიკოლო ძანიოლოს, კრიშტიანუ რონალდუსა და სკუდეტოს შესახებაც გააკეთა კომენტარი.

როგორ დასრულდება „ატლეტიკო“ – „იუვე“? არ ვიცი, შეიძლება ყველანაირი შედეგი დაფიქსირდეს. „ატლეტიკო“ განსაკუთრებით სახლში კომპაქტური, ძლიერი გუნდია, მაგრამ აქვს ხარისხიც. სიმეონემ ამ გუნდს პიროვნული თვისებებიც შესძინა. მეორე მხარეს „იუვენტუსია“, ერთ-ერთი გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, რადგან ამისთვის ყველაფერი აქვს. შესაბამისად, ვნახოთ.

ალეგრის მოვუსმინე, რომელმაც თქვა, რომ გოლი უნდა გაიტანონ, რადგან ტურინში 0:0-ით დაბრუნება სირთულეებს გამოიწვევს. ვინაიდან, ესპანელები თავს კარგად იცავენ და გოლის გატანა ყოველთვის შეუძლიათ. ტურინში გოლის გატანაში შემთხვევაში კი ყველაფერი უფრო გართულდება. ძალიან საინტერესო იქნება, „იუვემ“ გოლი მადრიდში უნდა გაიტანოს.

„იუვე“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ყოველთვისაა. შანსს ახლა ისიც ზრდის, რომ ჩემპიონატში დიდი უპირატესობა აქვს. „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის 3-4 ფავორიტს შორისაა და ბევრი ასეც თვლის.

მერვე სკუდეტო? – პერსპექტივაში კიდევ შეუძლია რაოდენობის გაზრდა. ვწუხვარ, სხვა გუნდების გამო, რომლებიც ცდილობდნენ შემადგენლობა გაეძლიერებინათ, მაგრამ „იუვეც“ გაძლიერდა. ბევრი რამ დამოკიდებული ურთიერთმატჩებზეა და განსაკუთრებით მიმდინარე სეზონში არ გვქონია განცდა, რომ „იუვე“ რომელიმე თამაშს ვერ მოიგებდა. სხვა გუნდებს ბევრი სამუშაო აქვთ იმ გუნდის წინააღმდეგობის დასაძლევად, რომელიც ზედიზედ ახერხებს ჩემპიონობას.

რონალდუ? – ზუსტად ასეთს ველოდი. მას არასდროს გაუტანაი „ვანდა მეტროპოლიტანოზე? (აქ მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული – ავტ) მისი მენტალიტეტია მოედანზე გასვლა და გოლების გატანა. თუმცა, გუნდისთვისაც ბევრს მუშაობს და მხოლოდ გოლები არაა მისთვის მნიშვნელოვანი. მას ფლანგზეც შეუძლია თამაში, მაგრამ მისი მოძრაობები დღეს სუფთა თავდამსხმელისაა, რომელიც კართან ახლოს მოძრაობს.

ძანიოლო? – ეს არის ფეხბურთელი, რომელმაც უკვე ბევრი რამ გვიჩვენა. ფიზიკური შესაძლებლობეი და საოცარი ტექნიკური არსენალი. მისი ასაკიდან გამომდინარე დიდი მომავალი აქვს. „იუვეს“ აინტერესებს? – შეუძლია გადავიდეს, თუმცა „რომასაც“ სურს მისი შენარჩუნება. შესაბამისად, ვნახოთ რა მოხდება“, – თქვა დელ პიერომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …