მთავარი / სიახლეები / მარკიზიო: “ჩემი ერთადერთი კაპიტანი ბუფონია”

მარკიზიო: “ჩემი ერთადერთი კაპიტანი ბუფონია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ ტელეკომპანია DAZN-თან ისაუბრა. კლაუდიომ ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ განაცხადა, რომ ის მისთვის ერთადერთი კაპიტანია.

გარდა ამისა, იტალიელმა თავისი მეტსახელის (პატარა პრინცის) დაბადების ისტორიაც გაიხსენა.

„ჯიჯი ნამდვილი დროშაა. ერთადერთი ჩემი აზრით, ჩემი ნამდვილი კაპიტანი. მეკარეები საკუთარი განზომილებით ცხოვრობენ, უცნაურები არიან, თუნდაც იმიტომ, რომ მოედანზე სხვებთან ერთად არასდროს არიან. მათ ჰყავთ საკუთარი მწვრთნელი, პირადი ვარჯიშები აქვთ, ამიტომ გუნდთან ერთად ნაკლებად უწევთ ვარჯიში. მეკარეებზე ყოველთვის ამბობენ, რომ ცოტათი გიჟები და ექსცენტრიულები არიან და ეს მართალია. თუმცა ჯიჯიმ, როგორც კაპიტანმა, ყოველთვის იცოდა როგორ ეხელმძღვანელა დაცვისთვის, თუნდაც მაშინ, როცა ამას სხვები ვერ ამჩნევდნენ. ეს თანდაყოლილი ნიჭია.

რატომ მეძახიან „პრინჩიპინოს“? ეს ფედერიკო ბალძარეტის დამსახურებაა. მოედანზე ელეგანტურად ჩაცმული გავედი და ამიტომ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სპორტული სამოსით გავიდა, მე დახეული ჯინსით და პერანგით ვიყავი. შედეგად, ერთ მშვენიერ დღეს ფედერიკო მეუბნება: „შენ პატარა პრინციპივით გამოიყურები“. ყველაფერი იქ დაიწყო“, – თქვა მარკიზიომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …