ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 23-ე ტურში „ვერონასთან“ 1:2 წააგო. გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს და ფაქტებს გუშინდელი მატჩიდან.
1 – „იუვენტუსმა“ 2013 წლის შემდეგ პირველად წააგო გუნდთან, რომელიც სერია A-ში ახალი აღზევებულია. ბოლოს მსგავსი ფაქტი 2013 წლის მაისში „სამპდორიასთან“ (2:3) დაფიქსირდა.
3 – მიმდინარე სეზონში „იუვენტუსმა“ კარში ყველაზე ცოტა დარტყმა ორ შეხვედრაში განახორციელა – 3. საინტერესოა, რომ ორივე შეხვედრა „ვერონასთან“ იყო.
20 – კრიშტიანუ რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო 11 სეზონში ტოპ ხუთ ჩემპიონატებში მინიმუმ 20 გოლი გაიტანა.
10 – რონალდუ „იუვენტუსის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში ზედიზედ 10 შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა.
15 – დეკემბრიდან მოყოლებული ტოპ ჩემპიონატებში ხუთი გოლით მეტი გაიტანა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა (15 გოლი). იმავე პერიოდში „იუვენტუსის“ გოლების 71% მის ანგარიშზეა (21-დან 15).
13 – რონალდუს სერია A-ში 15 სტადიონზე უთამაშია და ვერონას „მარკ ანტონიო ბენტეგოდი“ მეცამეტეა, სადაც გოლი გაიტანა (87%). სამქულიან ერაში ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ იმმობილეს აქვს (92%, 26-დან 24 სტადიონზე გოლი).
100 – მირალემ პიანიჩმა სერია A-ში „იუვენტუსის“ მაისურით ძირითად შემადგენლობაში მეასედ ითამაშა.