მთავარი / სიახლეები / სერია A / მუგინი: “სარი არაფერ შუაშია, გუნდის პრობლემა ფეხბურთელებია”

მუგინი: “სარი არაფერ შუაშია, გუნდის პრობლემა ფეხბურთელებია”

ცნობილმა მწერალმა, ჟურნალისტმა, სატელევიზიო მიმომხილველმა ჯამპიერო მუგინიმ, რომელიც „იუვენტუსის“ გულშემატკივარია, „ბებერი სინიორას“ ვითარებაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

„ჩემმა ბევრმა მეგობარმა მაურიციო სარი ჯვარა აცვა, მაგრამ ამ შედეგბთან მას საერთო არაფერი აქვს. ის არის დიდი ფეხბურთის კაცი, მაგრამ მხოლოდ ეს არაფერს არ ნიშნავს. მოედანზე ფეხბურთელები გადიან, ისინი ეთამაშებიან მოწინააღმდეგებს. წლევანდელი გუნდი რამდენიმე ქულით ჩამორჩება ალეგრის შარშანდელ შედეგებს, რომელიც არ თამაშობდა კარგ ფეხბურთს, მაგრამ შედეგები პოზიტიური ჰქონდა.

რაც მთავარია, გასულ ზაფხულს არავინ მოსულა გუნდში ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე გადამწყვეტი იქნება. გუშინდელი საღამოს ერთადერთი ბედნიერი ნოტი კრიშტიანუ რონლდუს საოცარი გოლი იყო. თუმცა, შემდეგ დიდი პრობლემები გვქონდა. ვაღიარებ, რომ გასულ წლებში ასეთი სცენარით სამ ქულას მოვიპოვებდით, რადგან ასეთი სახის მატჩების მოგება დაცვაში ხდება“, – განაცხადა მუგინიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …