ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „ვერონასთან“ (1:2) მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ ფეხბურთელებმა 100%-ით კონცენტრაცია უნდა შეინარჩუნონ. პოლონელს მიაჩნია, რომ არ შეიძლება ქულების ქუჩაში დატოვება.
„ვერ ვახერხებთ ჩვენი თვისებების ჩვენებას სტუმრად, როგორც ამას სახლში ვაკეთებთ და დღეს სამი ქულა დავკარგეთ. ჩვენ რა თქმა უნდა, იგივე გუნდი ვართ, შესაძლოა მოწინააღმდეგების მიდგომა შეიცვალა, რომელთაც საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ უფრო მეტი თავდაჯერება აქვთ, მაგრამ ქულები ქუჩაში არ დავყაროთ.
დასაწყისში პრობლემები შეგვქიმნეს და აქტიურად უტვენდნენ, თუმცა ორი გოლი მაშინ გავუშვით, როდესაც თამაშს ვაკონტროლებდით. თამაშების მოსაგებად 100%-იანი კონცენტრაციაა საჭირო და გამოცდილებით, რომელიც გვაქვს, შეგვიძლია ამას მივაღწიო, თუნდაც გასვლით შეხვედრებში. ჩვენ გვაქვს განვითარების უზარმაზარი შანსი და სოწრ გზაზე ვართ“, – აღნიშნა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ გათამაშებას 54 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 13 თებერვალს, იტალიის თასზე „მილანთან“ გამართავს.