ტურინის იუვენტუსის ყოფილმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ გამოთქვა თავისი მოსაზრება ტურინული კლუბის საჩემპიონო ამბიციების შესახებ.
იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა რომ ტურინულ გუნდს მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის და სერია ა-ს მოგება შეუძლია, ხოლო რონალდუს მეტი გუნდურობისკენ მოუწოდა.
“არამგონია, რომ იუვენტუსის სურვილმა, მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, შეფერხება გამოიწვიოს სერია ა-ში. სარის გუნდს, აქვს უსაფრთხოების კარგი ზღვარი და პრაქტიკულად არ აქვს სისუსტეები. ვფიქრობ წლევანდელ სეზონში იუვეს შეუძლია მოიგოს ორივე ტურნირი.
რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ ეს მთავარი არ არის. მთავარია, გაიაზროს – პირველ ადგილზეა გუნდი და არა მისი ლიდერობის ეგო. არასასიამოვნოა როცა მას ცვლიან, მაგრამ უკმაყოფილო სახე და ჟესტები შეურაცხყოფს მწვრთნელს და ფეხბურთელებს, რომლებიც მას ცვლიან. იუვენტუსს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება რონალდუს გარეშე, მაგრამ ის გუნდის გარეშე ვერაფერს მოიგებს.” – განაცხადა მარჩელო ლიპიმ.
ამ დროისთვის, იუვე სერია А-ს ცხრილში მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება ინტერს. მაგრამ დღეს იუვე რომში ლაციოს დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.